ავსტრალია

შემთხვევით, ქალმა ავსტრალიიდან შოტლანდიაში ფეხსაცმლით გველი ჩაიყვანა

ABC

შოტლანდიელმა ქალმა, რომელიც ავსტრალიაში გატარებული შვებულებიდან ბრუნდებოდა გლაზგოში აღმოაჩინა, რომ ჩემოდანში ჩადებული ფეხსაცმლით გველი ჩამოიყვანა.

ქალს თავდაპირველად გველი მის შესაშინებლად ჩადებული სათამაშო ეგონა.

გველმა ავსტრალიიდან 15,000 კილომეტრი იმგზავრა. გველმა ფეხსაცმელში ყოფნისას კანიც გამოიცვალა.

გველი პითონი აღმოჩნდა. ის შხამიანი არ არის და შინაურ ცხოველადაც კი ჰყავთ. ქვეწარმავალი კარანტინში მოათავსეს.

კომენტარები