დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბოკერია: გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება, რომელსაც არ მოჰყვება მასობრივი გასამართლებები

კატეგორიულად მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ძალისგან იმის თქმა, რომ მერე გაასამართლებს [არსებულ ხელისუფლებას]. ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი გზავნილი იქნება. მე უფრო შორსაც კი წავიდოდი, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების პირველი ცვლილება, მშვიდობიანი და არჩევნების გზით, რომელსაც არ მოჰყვება მასობრივი გასამართლებები, თუნდაც კონკრეტული დანაშაულისთვის, თუ არ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი. ასე მოიქცნენ ის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის, რომლებიც გამოვიდნენ ჭაობიდან, იმიტომ, რომ როცა გაქვს სუსტი ტრადიცია სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენესობის, ყოველთვის არის ხიფათი, რომ მასობრივი გამოძიებები და დასჯები გადაიზრდება პოლიტიკური მოტივით [გასამართლებაში]... თუნდაც, დღევანდელისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ჯანსაღი ხელისუფლებისგან, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად

ევროპული საქართველის ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური პარტია თუ გაასამართლებს ქართულ ოცნებას.

კომენტარები