დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

შაქარიშვილი: იმ ღირებულებებიდან ხდება გადახვევა, რამაც გაგვაერთიანა

მესმის, მედიისთვის და გარკვეული ჯგუფებისთვის საინტერესოა, მაგრამ დღეს ამ დიდ პროცესში მთავარი ინტრიგის საგანი არ არის ის, ვატო შაქარიშვილი ქართულ ოცნებას, საკრებულოს უმრავლესობას დატოვებს თუ არა. მთავარი საგანი არის ის, რა პოლიტიკურ ვითარებაშიც ჩვენ აღმოვჩნდით. სამწუხაროა, რომ იმ ღირებულებებიდან გადახვევას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალ-ყურს, რა ღირებულებებმაც გაგვაერთიანა და თუ ეს ღირებულებები აღარ იქნება საერთო და ჩვენ ამას ვეღარ ვიპოვით, პარლამენტში იქნება, საკრებულოში თუ სხვა პოლიტიკურ ველზე, რა თქმა უნდა, ეს ერთობა ვეღარ შენარჩუნდება

ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრობს. რუსთავი 2-ის ეთერი

კომენტარები