ხუციშვილი: მოგვივიდა გუნდის პოზიცია, რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური

ასეთი რამე არ არის ჩვენ მოგვივიდა გუნდის პოზიცია, რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური. ირაკლი კობახიძისგან არ მოსულა. მე პარტიული არ გახლავართ და პარტიის მიმოწერა არ მაქვს. დეტალები არ მახსოვს. ჩემი პოზიცია არის ცალსახა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთპთ მაქსიმუმი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

კომენტარები