ფინანსთა სამინისტრო

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის გამო ბათუმში 2 პირი დააკავეს

AgroNews.ge

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და კომპანიის ხელმძღვანელი 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ქ. ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში ფალსიფიცირებულ - თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტს (კატლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ. უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს - მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება. 

"აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე ვადით,"- წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები