ზოიძე TBC-ზე: თუ დავინახეთ, რომ გამოძიების ობიექტურობა საფრთხეშია, შეიძლება პარლამენტი ჩაერთოს

პროკურატურამ უნდა დაასრულოს გამოძიება, თუ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებზეა დაყრდნობილი და მერე თუ დავინახეთ, რომ საფრთხე ექმნება ობიექტურობას შესაძლებელია, რომ პარლამენტი ჩაერთოს, მაგრამ ჯერ მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ფრთხილად, დელიკატურად წავიდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე. 14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

კომენტარები