როდესაც წარმატებულ პროექტებზე იყო საუბარი ბატონ მამუკას [ხაზარაძის] გვერდით იდგნენ და ყელყელაობდნენ ასე ვთქვათ, ჩვენი ცნობილი ქართველი ბიზნესმენები. ანუ ლხინში გვერდით დგომა იციან და ჭირში არა. სად არის ეკლესია, რომ უყვარს ხოლმე ბიზნესმენების მხარდაჭერა?! როცა ეკლესიების აშენებაზეა საუბარი, ბიზნესმენები კარგია, მაგრამ როცა ბიზნესს გაუჭირდება, მაშინ მთავრობის პოზიციას უჭერენ მხარს. მე ბევრჯერ მინახავს ბატონი მამუკა ეკლესიის გვერდით და როგორც მრევლის ნაწილია. იერუსალიმში მინახავს და ა.შ ამავე დროს ის სხვა ცხოვრებითაც ცხოვრობდა. რატომ არ იღებს ეკლესია ხმას? თუმცა, არ არის ეკლესიის საქმე, მაგრამ ბევრ რამეში იცის ხოლმე მონაწილეობის მიღება, სადაც არ არის ხოლმე საჭირო. თუ ერთხელ დამკვიდრდა ტრადიცია, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ამოიღოს ბიზნესმა ხმა, ამოიღოს ეკლესიამ ხმა, ამოიღოს წესიერმა ადამიანებმა ხმა
გოცირიძე TBC-ზე: ეკლესიის აშენებისას ბიზნესმენები კარგია, ახლა რატომ არ იღებს ეკლესია ხმას?
tbl.ge/3hmp
დაკოპირდა

ამის შესახებ ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ "ტვ პირველის"-ის ეთერში თქვა. 14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.




