ყალბი სერტიფიკატები

ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.
 

კომენტარები