ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის 15-მა სტუდენტმა რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა სტუდენტმა რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობა დაიწყო. სტუდენტთა ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება.

მათ ასევე განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მიმართეს და მოუწოდეს, დაინტერესდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში შექმნილი ვითარებით.

გუშინ, 14 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა გიგა ზედანიას გადადგომა მოითხოვეს და რექტორს ულტიმატუმი წაუყენეს - იმ შემთხვევაში, თუ ზედანია დღეს 22:00 საათამდე პოსტს არ დატოვებდა, სტუდენტები შიმშილის დაწყებას გეგმავენ. 

გათავისუფლებაზე, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

4 თებერვალს, გიორგი პაპავამ​ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს მას ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. 

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან - რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას განცხადებებთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, როდესაც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

კომენტარები