ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ ილიაუნის საჩივარი სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

ილიაუნის კანცლერის, ქეთევან დარახველიძის თქმით, სააპელაციო საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც აქამდე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა.

 "ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.

დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!" - წერს დარახველიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები