თიბისი ბანკის საქმე

უსუფაშვილი: ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშით არის ნასაზრდოები

თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მივმართავ ყველას, აუცილებლად ბოლომდე გავარკვიოთ ყველა დეტალი, მაგრამ არ დავუშვათ ბანკის და ფინანსური სისტემის დამაზიანებელი პანიკური მოვლენები.

მე ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად ვთვლი ღიად და მკაფიოდ განვაცხადო - მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები.

რაც შეეხება ამ მოტივაციით 11 წლის წინანდელ გადაწყვეტილებების ხელახლა შესწავლა-გამოძიებას, ამ გადაწყვეტილებების კანონთან და საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობის შეფასებას ველი სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, მაგალითად, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილისგან. გარდა ამისა, აუცილებლად ვთვლი, ეროვნული ბანკის მიერ ამ საკითხის წინა შესწავლის მასალების და დასკვნების გამოქვეყნებას.

ამბობს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. ცნობისთვის, 14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

კომენტარები