ბუნებრივი აირით მოწამვლა

რუსთავში ბუნებრივი აირით დედა-შვილი მოიწამლა

getty images

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად დედა-შვილი მოიწამლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება წყლის გამაცხელებელში მოხდა. დედა-შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები