შსს

შსს: ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი უწყებიდან გავათავისუფლეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს - ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

"საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. დათხოვნილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან" - აცხადებს შსს.

კომენტარები