უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე გრიგოლი ალფეევზე: შანტაჟის ენაა, რათა რუსეთისთვის სასურველი გადაწყვეტილება მივიღოთ

ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ მიაღებინონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ის [ილარიონ ალფეევი] არაა კერძო პირი. ჩათვალეთ, რომ მან გაახმოვანა რუსეთის ეკლესიის პოზიცია ამ სიტყვებით. ეს საკითხი არაა დახურული, მსჯელობის პროცესი გრძელდება, იხარშება. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ეკლესიებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეუწყობს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი დიდი სქიზმის განვითარებას.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეს განცხადება "ამერიკის ხმასთან" გააკეთა. ის ეხმაურება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ეკლესიაში ესმით, რა შეიძლება დაემუქროთ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. მიტროპოლიტმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერი "ახალგაზრდა მღვდელმთავრები" პატრიარქის ოპოზიციად მოიხსენია.

კომენტარები