გუშინ რა კითხვაც არ უდნა დაგვესვა კერზაიას საქმეზე , ყველაფერზე თქვენი პასუხი იყო, რომ ანონიმური წერილის ავტორის გადამოწმების ვალდებულება არ გქონდათ. კი ბატონო, ფორმალურად შეიძლება ასეთი ვალდებულება არ გქონდათ, მაგრამ გუშინაც ორჯერ გკითხეთ და ახლაც გიმეორებთ, ნუთუ ახლა მაინც არ გაინტერესებს ამ წერილის ნამდვილი ავტორის ვინაობა. 18 დეკემბერს, როცა ია კერზაია უკვე გარდაცვლილი იყო, როცა თქვენ ამ წერილის ავტორს პასუხი მისწერეთ, რომ ვერ ჩაბარდებოდა ეს პასუხი მას, ვინაიდან არ არსებობს, ამის მერეც არ დაგაინტერესათ ვინ იყო ნამდვილი ავტორი? დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. ამ ორი დღის განმავლობაში თქვენი საქციელი შესაძლოა გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში, ამ ლაქას ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავთ დარჩენილი კარიერის და ცხოვრების მანძილზე. ერთადერთი გზა რაც დაგრჩათ არის რომ აღიაროთ ვინ დაგავალათ ეს ამბავი და თქვათ სიმართლე.
კერზაიას საქმე
კანდელაკი ბატიაშვილს კერზაიაზე: ერთადერთი გზა რაც დაგრჩათ, არის აღიაროთ ვინ დაგავალათ ეს
tbl.ge/3gsv
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი მიმართავს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.
ამავე თემაზე
- ჟორჟოლიანი კერზაიაზე: ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება პოლიტიკური სპეკულაციისთვის
- კაპანაძე: ქირიას მისამართზე წერილი გავგზავნე და უკან დამიბრუნდა, მისამართი არ არსებობს
- აბესაძე: კერზაიას საქმეში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს, ორგანიზატორები, შემსრულებლები
- თალაკვაძე: კერზაიას საქმეზე საუბრის მორალური უფლება ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანს აქვს