ამ თემაზე არ ვაპირებდი ნამდვილად ლაპარაკს, მაგრამ არ შემიძლია ძალიან მოკლედ, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე არ გამოვეხმაურო იმას, რაც ხდება ახლა ამ დარბაზში. ვიფიქრე რომ გუშინდელი კომიტეტი ასე ვთქვათ, იყო იმისათვის, რომ ამაზე გვესაუბრა. მინდა მივმართო ბატონ მინისტრს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალების გამო დათანადგომას ვუცხადებთ, ვიზიარებთ მწუხარებას ამ ოჯახისას, მაგრამ მე მინდა ასევე მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალობა, ამიტომ ბატონო მინისტრო, თქვენი გუშინდელი საუბარი, მე ვფიქრობ, თქვენი არგუმენტაცია, ჩემი აზრით, საკმაოდ დამაჯერებელი იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. თუნდაც იქ ყოფილიყო რაღაც შეცდომები, რეაქცია ამაზე, რასაც გუშინ ქონდა ადგილი და დღესაც აქვს, არის ამორალური და ძალიან სამწუხაროა. ასე რომ, ამასთან დაკავშრებით მინდა გამოვხატო სრული თანადგომა თქვენ მიმართ და გითხრათ რომ თქვენი პოზიცია იყო ნამდვილად მორალური.
tbl.ge/3gtk
დაკოპირდა
უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმარტავს მინისტრს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- კაპანაძე: ქირიას მისამართზე წერილი გავგზავნე და უკან დამიბრუნდა, მისამართი არ არსებობს
- კანდელაკი ბატიაშვილს კერზაიაზე: ერთადერთი გზა რაც დაგრჩათ, არის აღიაროთ ვინ დაგავალათ ეს
- აბესაძე: კერზაიას საქმეში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს, ორგანიზატორები, შემსრულებლები
- თალაკვაძე: კერზაიას საქმეზე საუბრის მორალური უფლება ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანს აქვს