გურანდა გაბუნია

გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

გურანდა გაბუნია
ტაბულა

თეატრისა და კინოს მსახიობს გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობი გურანდა გაბუნია 4 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

გურანდა გაბუნიამ ათეულობით როლი ითამაშა ქართულ კინოსა და თეატრში.

მიღებული აქვს ჯილდოები: 

1979: საქართველოს დამსახურებული არტისტი

1990: საქართველოს სახალხო არტისტი

1998: ღირსების ორდენი

1999: კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი

2018: წლის საუკეთესო მსახიობი ქალი სამგზის („პროვინციული ამბავი“ „შიში“ „მიტევების დღე“)
 

კომენტარები