ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
გურანდა გაბუნიამ ათეულობით როლი ითამაშა ქართულ კინოსა და თეატრში.
მიღებული აქვს ჯილდოები:
1979: საქართველოს დამსახურებული არტისტი
1990: საქართველოს სახალხო არტისტი
1998: ღირსების ორდენი
1999: კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი
2018: წლის საუკეთესო მსახიობი ქალი სამგზის („პროვინციული ამბავი“ „შიში“ „მიტევების დღე“)