"გუშინ [მოსამართლეები] ცუდად იქცეოდნენ, დღეს კარგად იქცევიან" - ეს ფრაზა ... ჰუმანურობა და მიმტევებლობა მე არ მესწავლება, სულ ადვოკატი ვიყავი და სულ დამცველი, მაგრამ ამ ლოგიკით, მოდით, მიშა სააკაშვილი გვეტყვის ახლა - "მე კარგი ბიჭი გავხდები" და მივიღოთ. მოდით, ამ ლოგიკით ყველასთვის გავხსნათ კარი და ყველა მივიღოთ, მე მგონია, რომ კეისარს კეისრისა და ყველას თავისი როლი და ადგილი უნდა ჰქონდეს, მე არ ვამბობ, რომ შური ვიძიოთ, მე არ ვამბობ, რომ რევანშისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ სამართლიანობა აბა რაღაა?
tbl.ge/3gmn
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია გადაცემა პოლიტმეტრში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. კობახიძემ გადაცემა რეაქციაში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს".
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




