დღის წესრიგში არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა, თუმცა მათ შორის იმაზეც ვიმსჯელეთ, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა არის მინიმალური სტანდარტი, რაც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსს. [...] არაკორექტულია ის, რომ ამავდროულად იყო გუნდის შიგნით და ამავდროულად ურტყამდე გუნდს გარედან. პოლიტიკურ სისტემას აქვს თვისი მართვის წესები და ეს მართვის წესები უნდა ჩაჯდეს ეთიკურობის ფარგლებში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა თავისუფალია გუნდის შიგნით მოქმედებისას და ასევე თავისუფალია გუნდის დატოვების შემთხვევაში. ასე რომ, ჩვენ არავის არ ვრიცხავთ, არავის არ ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე ოპოზიციისათვის.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
ქუცნაშვილი: არაკორექტულია ამავდროულად იყო გუნდის შიგნით და ამავდროულად ურტყამდე გარედან
tbl.ge/3gle
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი "ქართულ ოცნებაში" გამართული შეხვედრის შემდეგ. ის ეკა ბესელიაზე, გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილზე საუბრობს, რომლებსაც მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, რის გამოც მმართველ პარტიაში დაპირისპირებაა.
ამავე თემაზე
- გახარია: გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის
- ქაცარავა: უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ
- კობერიძე "ოცნებიდან" დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
- ენძელა მაჭავარიანი: არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვებად რაიმე პოზიცია ღირს რა, მყარად ვარ გუნდში
- ჩუგოშვილმა, ხულორდავამ, ქაცარავამ და კიდევ ოთხმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა