გოგიჩაიშვილი: ოცნების გუშინდელი განცხადება მთლიანად აცდენილია ქართველი ხალხის სურვილთან

ქართული ოცნების განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, მთლიანად აცდენილია ქართველი ხალხის სურვილთან. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება თითქოს ის მოსამართლეები, რომლებიც გუშინ ცუდები იყვნენ დღეს არიან კარგები, რაც ასე არ არის. არ შეიძლება, რომ ასე უცებ შეიცვალოს ადამიანი. ამ საკითხებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას.

რაც შეეხება კითხვას, ვაპირებ თუ არა დავტოვო „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი საკითხი, მთავარია, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და ბოლომდე მივიყვანოთ და გავაცნოთ კოლეგებს ის პოზიცია, რომელიც გვაქვს აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა.

კომენტარები