დანაშაულის სტატისტიკა

მეზვრიშვილი: დანაშაულის სტატისტიკის ზრდა გამოწვეულია ასევე პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით

2018 წელს წინა წელთან შედარებით უცვლელია მკვლელობების მაჩვენებელი და 2,5 პროცენტით არის შემცირებული ყაჩაღობა. 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე მუქარაზე, იძულებაზე და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა. დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა

შს მინისტრის მოადგიელა ნათია მეზვრიშვილი დანაშაულის სტატისტიკის შესახებ.

კომენტარები