უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რუსეთის ეკლესია 200-ზე მეტმა სამრევლომ დატოვა და უკრაინის ეკლესიას შეუერთდა

მიტროპოლიტი ეპიფანე

მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უერთდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის, ჯამში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 204 სამრევლო შეუერთდა.

ადმინისტრაციის ცნობით, სამრევლოების სურვილი და სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლის ბოლომდე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ათასობით მორწმუნე და სამრევლო შეუერთდება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან 6 იანვარს მიიღო.

კომენტარები