უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საპატრიარქო: კონსტანტინოპოლთან დაახლოებული ქართველები მოსკოვზე უარესი ტონით საუბრობენ

კონსტანტინოპოლთან დაახლოებული ჩვენი თანამემამულეები, ზოგი სწავლობს საზღვარგარეთ, ზოგი იქ მსახურებს, ზოგი აქაც მსახურებს და იქ აქვს რაღაც კავშირები, რომლებიც მოსკოვის მსგავსი ტონით ლაპარაკობენ. კიდევ უფრო უარესი ტონით ლაპარაკობენ. როდესაც მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ შანტაჟის ენით საქართველოს ეკლესიასთან საუბარი მიუღებელია, ორივე მხარეს ვგულისხმობდი - მიუღებელია როგორც რუსეთის მხრიდან, ისე კონსტანტინოპოლის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს ორი ეკლესია უკრაინაში რაღაც ინტერესებს იყოფს და გასაგებია, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოული ეკლესიის დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფალური და გვყავს სინოდი, მათ უნდა გადაწყვიტონ და არავითარი შანტაჟი და ძალადობა არ იქნება გათვალისწინებული.

განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიაში სტუმრობისას

კომენტარები