წყლის მილის დაზიანება

ბარნოვზე წყლის მილის დაზიანების გამო სახლები და კომერციული ფართები დაიტბორა

პირველი არხი

დღეს გამთენიისას, ვერაზე წყლის მილი გასკდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და კომერციული ფართები დაიტბორა. 

პირველი არხის ინფორმაციით, დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. თითქმის სრულად განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხობების და სალონების ინვენტარი. 

მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. ბარნოვის ქუჩაზე დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

ადგილზე GWP-ს ხელმძღვანელი იმყოფებოდა, ირაკლი ბაბუხადიას განმარტებით, ზარალის დათვლა ახლა მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდეგ კომპანია ზიანის აანაზღაურებს.

"ჩვენ სათითაოდ ყველა მობინადრე ვნახეთ, კომერციული ფართებიც. ახლა მიდის ზარალის შეფასება და კომპანია 100%-ით აუნაზღაურებს ყველა მოსახლეს თუ კომერციული ფართის მეპატრონეს მიყენებულ ზიანს",- ამბობს ბაბუხადია. 

GWP-ის ინფორმაციით, წყალმომარაგება შეზღუდულია ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარეგება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხვალ, 4 თებერვალს დილის 9 საათიდან აღდგება. 

კომენტარები