წყლის მილის დაზიანება

ჟვანიას მოედანთან წყლის მილი ისევ დაზიანდა და ტერიტორია დატბორა

IPN

ჟვანიას მოედანთან, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა. ამის გამო, ტერიტორია კვლავ დატბორილია. მგალობლიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა, გზა ჩაინგრა და სამი მანქანა ჩაიყოლა. მილის შეკეთება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გუშინ დაასრულა.

კომენტარები