ფარული ჩანაწერები

ეკა ბესელიას პირადი კადრების YOUTUBE-ზე ატვირთვის გამო ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტი

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების Youtube-ზე ატვირთვის გამო ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე თქვა.

"დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ინახება. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მოგვაწოდეს ღირებული ინფორმაცია. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები", - თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გარდა ერთი პირისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც.

კომენტარები