ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, დოსითეოს ბოგვერაძე ფეისბუქზე მოსკოვის საპატრიარქოს მუქარას მოკლედ პასუხობს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა თქვა, რომ საქართველოს ეკლესიაში ესმით, რა შეიძლება დაემუქროთ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. მიტროპოლიტმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერი "ახალგაზრდა მღვდელმთავრები" პატრიარქის ოპოზიციად მოიხსენია.
"აეროპორტში სპეციალურმა დახვედრებმა გაათავხედა", - წერს მეუფე დოსითეოსი.