უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი: ილია II-ს აქვს სიბრძნე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს

ჩვენი საუბარი დღეს შეეხებოდა გარკვეულ საკითხებს. იყო აზრთა გაცვლა გამოცვლა მსოფლიოს სა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და გვქონდა მსჯელობა ტომოსზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და ეკლესიის მღვდელმთავრებთან. შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხის დეტალებზე ინფორმირება და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა ან ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვდრა და იმ დეტალებზე საუბარი რაც წერია ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა. საუბარი იყო ყველა თემაზე რაც დღეს დგას მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში, არსებობს რაიმე პრობლემა ურთიერთობის, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები და ეს იყო ძმური კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის,

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ემანუელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები