NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს, 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდა ხმას

benjielayug.com

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 41% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს. 6%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს პასუხის გაცემა არ სურს. 

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" 58% პასუხობს, რომ მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 42%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. 

მათგან, ვინც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 56% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 41% ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს. 

ხოლო მათგან, ვინც არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 22% ამბობს, რომ წასვლის შემთხვევაში, გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემდა, ხოლო 67% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. 

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს (ყველა რესპონდენტი):

არ ვიცი - 27%
ქართული ოცნება - 24% (მეორე არჩევანი - 2%)
არცერთი პარტია - 14%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 11% (მეორე არჩევანი - 2%)
პატრიოტთა ალიანსი - 3% (მეორე არჩევანი - 3%)
სხვა პარტიები - 8% (მეორე არჩევანი - 9%)

მეორე არჩევანი არ აქვს 30%-ს, ხოლო 14% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები