NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55%-ს მიაჩნია, რომ ძლიერი ლიდერის ყოლა, რომელიც არ აგებს პასუხს პარლამენტისა და ოპოზიციის წინაშე მმართველობის ცუდი ფორმაა.
მმართველობის კარგ ფორმად მიიჩნევს 28% , პასუხი არ აქვს 17 %-ს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.





