Game of thrones

GOT-ის ფანების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ჯონ სნოუ და სერსეი ლანისტერი იქორწინებენ

Game of Thrones-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფანები ყოველდღე ახალ თეორიებს ავრცელებენ სოციალურ ქსელებში.

უკანასკნელი თეორია, რომელიც გავრცელდა მერვე სეზონში ჯონ სნოუსა და სერსეი ლანისტერის ქორწინებაა.

ფანების თქმით, მერვე სეზონში პერსონაჟებისა და ჯონ სნოუს მთავარი მიზანი "თეთრი მოსიარულეების" წინააღმდეგ გაერთიანებაა. მათივე თქმით, გაერთიანება ყველაზე ეფექტური მაშინ იქნება, როდესაც ამას სამეფოების რეალური მფლობელები გააკეთებენ - ასეთები კი დედოფალი სერსეი ლანისტერი და ჩრდილოეთის მეფე ჯონ სნოუ არიან.

ფანების თქმით, ამ ქორწინებით ჯონ სნოუ ძალიან დიდი არმიას ჩაიგდებს ხელში.

"თუ ჯონ სნოუ სერსეი ლანისტერზე იქორწინებს, მას მეფის სავანისა და ვინტერფელის ჯარები ეყოლება, რაც რეალურად ყველაზე მეტად დაეხმარება თეთრი მოსიარულეების დამარცხებაში", - წერენ ფანები.

შეგახსენებთ, რომ Game of Thrones-ის უკანასკნელი სეზონი 2019 წლის 14 აპრილს გამოვა.

კომენტარები