ზოგადი უნარების ამოღებას სავალდებულო ჩასაბარებელი საგნებიდან უნივერსიტეტების ავტონომიურობის ზრდასთან ვერ ვაკავშირებ. იმიტომ რომ თუ უნარები გადაინაცვლებს და მოხდება არჩევითი საგნების სიაში, ეს ისედაც არსებობდა და ისედაც უნივერსიტეტები ირჩევდნენ, რომელი მიმართულებისთვის რომელი არჩევითი საგანი იქნებოდა მეოთხე საგანი. ამაში აქ ახალი არაფერია. რაც შეეხება ბარიერების დადგენას, აქ გარკვეულ რისკებსაც ვხედავ, ახლა ბარიერს სად დააწესებენ და ვისი იქნება მაღალი და ვისი დაბალი, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია, როდესაც მინიმალური ზღვარი არ იქნება განსაზღვრული.
ეროვნული გამოცდები
სანიკიძე: ზოგადი უნარების ამოღებას უნივერსიტეტების ავტონომიურობის ზრდასთან ვერ ვაკავშირებ
tbl.ge/3fvk
დაკოპირდა

განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე. გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, წელს მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ. ასევე, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.
ამავე თემაზე
- ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების განრიგი ცნობილია
- თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსზე ავა, აბიტურიენტებს კონდიციონერებს ჩაურთავენ
- აბიტურიენტი გამოცდაზე პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა, თავის მაგიდასთან მისი მოხსნა შეეძლება
- 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
- თუ პირბადეს ორჯერ მოიხსნით ან დისტანციას დაარღვევთ, ეროვნული გამოცდებიდან მოგხსნიან