ქართული ოცნება

თალაკვაძე: ივანიშვილმა, როგორც გუნდის ლიდერმა, დღეს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი როლი ითამაშა

ჩვენი გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით, ამ სხდომაზე განხილვა და მსჯელობა არ მომხდარა. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ მან როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი დიდი გუნდის ლიდერმა, დღეს უზრუნველყო ის, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში ასევე, ყველა თუნდაც განსხვავებული არგუმენტის განხილვით, გაჟღერებით და შეჯერებით წარმართულიყო. მე ვფიქრობ, რომ მან დღეს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პროცესი ბრუნდება ნორმალურ სამუშაო გარემოში. 

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე. ქართულ ოცნებაში უმრავლესობის სხდომა დღეისთვის დასრულებულია და ის ხვალ გაგრძელდება

კომენტარები