ქართული ოცნება

გოგიჩაიშვილი: სია, რომელიც იყო წარმოდგენილი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის

შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, სასამართლოს მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები.

ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს ჩინჩალაძეს, ვინც არ უნდა ფიქრობდეს, რა მოხდა, გავიდნენ მოსამართლეებად, იქნებ შეიცვალნენ და გამოკეთდნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა, ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, 2012 წლის პირველი ოქტომბრის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც დღევანდელი პარლამენტია.

ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნება ნდობა, ის სია, რომელიც იყო წარმოდგენილი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. ქართული ოცნების ოფისში უმრავლეობის სხდომა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

კომენტარები