Game of thrones

ყველაფერი, რაც GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის შესახებ ვიცით

სერიალ Game of Thrones-ის მერვე სეზონის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება.

წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მერვე სეზონის შესახებ ვიცით.

 

როდის გამოვა სერიალის მერვე სეზონი?

რამდენიმე კვირის წინ HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მერვე სეზონის პირველი სერია 2019 წლის 14 აპრილს გამოვა. ამასთან ერთად უკვე დაზუსტებულია ინფორმაცია, რომ მერვე სეზონი უკანასკნელი იქნება.

რამდენი სერია იქნება მერვე სეზონში და რა იქნება სერიების ხანგრძლივობა?

HBO-მ გადაწყვიტა, რომ ბოლო ორი სეზონისთვის 13 სერია დაეთმო, რადგან სერიალის მეშვიდე სეზონში მაყურებელმა 7 სერია იხილა, მერვე სეზონში მხოლოდ 6 სერია იქნება, თუმცა თითოეული სერიის ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

HBO-მ ასევე დაადასტურა, რომ მერვე სეზონის რეჟისორები დევიდ ბენიოფი, დ.ბ უაისი, დევიდ ნატერი და მიგელ საპოჩნიკი არიან, სცენარის ავტორები კი დევიდ ბენიოფი, დ.ბ უაისი, ბრაიან კოგმანი და დეივ ჰილი არიან.

თიზერები, რომლებიც უკვე გამოვიდა.

მაყურებელმა ამ დროისთვის უკვე იხილა მერვე სეზონის სამი თიზერი.

HBO-მ პირველი თიზერი 7 იანვარს გამოუშვა. ჩვენ თიზერში ვხედავთ, როგორ ხვდებიან ვინტერფელში ერთმანეთს დენერის ტარგარიენი და სანსა სტარკი, რომელიც დრაკონების დედას ეუბნება, რომ "ვინტერფელი მისია". შეხვედრისას დენერის ტარგარიენს ჯონ სნოუ და ჯორა მორმონტი ახლავს, სანსას უკან კი ბრიენას ვხედავთ.

HBO-მ მეორე თიზერი 13 იანვარს გამოაქვეყნა. მეორე თიზერში ვხედავთ, როგორ შედიან ვინტერფელის აკლდამაში სანსა სტარკი, არია სტარკი და ჯონ სოუ. აკლდამის ბოლოში ისინი სამ ქანდაკებასთან მიდიან, რომლებიც როგორც თიზერიდან ჩანს მათივე ქანდაკებებია.

HBO-მ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში ასევე გაავრცელა თიზერი, ოღონდ მხოლოდ სერიალის შესავლის. თიზერში ჩანს, როგორ ეჯახება ერთმანეთს ყინული და ცეცხლი.

როდის გამოვა მერვე სეზონის თრეილერი?

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გამოვა სერიალის მერვე სეზონის თრეილერი, თუმცა "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორმა ჯორჯ მარტინმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ თრეილერი "უკვე გზაშია".

პოსტერი, სადაც დენერის ტარგარიენი და ჯონ სნოუ ერთად არიან.

2018 წლის პირველ ნოემბერს ჟურნალმა Entertainment Weekly-მ პოსტერი გამოაქვეყნა, სადაც დენერის ტარგარიენი და ჯონ სნოუ ერთად, ჩახუტებულები დგანან, ხოლო პოსტერს "End Game" - ფინალური თამაში აწერია.


ფოტო: Entertainment Weekly

რა დაუჯდება HBO-ს მერვე სეზონის სერიების გადაღება?

გამოცემა Variety-ს ცნობით, Game of Thrones-ის მერვე სეზონის თითოეული სერიის გადაღება მინიმუმ 15 მილიონი ამერიკული დოლარ დაჯდა. თავდაპირველად, პირველ და მეორე სეზონში სერიის ღირებულება 2 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.

რას ამბობენ მსახიობები ფინალური სეზონის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მსახიობებს გადაღებების პროცესში არ ჰქონდათ უფლება სცენარი ბოლომდე წაეკითხათ, მათ მაინც გამოთქვეს მოსაზრებები რას უნდა ველოდოთ ფინალურ სეზონისგან.

სოფი ტერნერის [სანსა სტარკი] თქმით, მერვე სეზონში ყველაზე მეტი ბრძოლა და დაძაბულობაა, რაც ფანების ნაწილს იმედგაცრუებულს, ნაწილს კი გახარებულს დატოვებს. 

ემილია კლარკის [დენერის ტარგარიენის] თქმით, ყველაფერი უფრო ინტენსიური და მკვეთრი იქნება - მაკიაჟი, ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობებიც კი. 

კიტ ჰარინგტონის [ჯონ სნოუ] თქმით, ფინალური სეზონი ახალი ექსპერიმენტები და საზღვრების მოშლაა. მისივე თქმით, ეს სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება.

კომენტარები