ჰონგ-კონგი

შესაძლოა, ჰონგ-კონგში ჩინეთის ჰიმნის შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს

Getty Images

ჰონგ-კონგში ჩინეთის ჰიმნის შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. კანონის დამტკიცების შემთხვევაში პირს, რომელიც ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს სტანდარტების დაცვით არ შეასრულებს და შეურაცხყოფას მიაყენებს 3-წლიანი პატიმრობა დაემუქრება.

ჰონგ-კონგში ჰიმნის სწავლა სკოლის მოსწავლეთათვის სავალდებულოა. მსგავსი კანონი ჩინეთის ტერიტორიაზე 2017 წლიდან უკვე ამოქმედდა. ჰონგ-კონგში ჩინეთის მმართველობისადმი და იმ ფაქტისადმი, რომ სპორტულ ღონისძიებებზე მათაც ჩინეთის ჰიმნით წარადგენენ პროტესტს ჰიმნის დროს შეძახილებით აპროტესტებდნენ.

კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს.

კომენტარები