ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ელისაშვილი: ცხინვალი კრიზისის წინაშეა, შევიტანოთ ჰუმანიტარული დახმარება

თეორემა/ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დიდთოვლობის გამო გადაკეტილია ტრანსკავკასიური მაგისტრალი და ცხინვალის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემები თავზე საყრელი გვაქვს, ჩვენგან ორ ნაბიჯში, სინამდვილეში კი ჩვენს ტერიტორიაზე, არის ძალიან მძიმე ვითარება. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს ალბათ მან იცის. ახალი წლების შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, ისინი ჩვენ არ გვცნობენ და ერთადერთი საკომუნიკაციო არხი მათთვის არის როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი და ახალი წლების შემდეგ არანორმალურად დიდი თოვლის გამო ეს მაგისტრალი არის ჩაკეტილი, რის გამოც მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, ცხინვალში არის შეწყვეტილი და ცხინვალში სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის ცხინვალი და ეს კატასტროფა შეიძლება დღედღეზე იყოს.

ბავშვთა საკვები არის გათავებული, მედიკამენტები თითქმის აღარ არის საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებშიც, მოკლედ არის ძალიან მძიმე ვითარება, და მე მინდა, შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფელები, არის ადამიანები ვინც მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში ცხოვრობს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ახლა ამ წუთებში ძალიან მძიმე დღეში არიან. უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები და მძიმე ავადმყოფები, რომლებიც საავადმყოფოებში იმყოფებიან. ამდენად, მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრ, რომ გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და ჩვენ გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენგან, ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში, მათ შორის შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თხოვნას, თხოვნის შემთხვევაში დიდი ენთუზიაზმით გამოხმაურებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ახლა შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ იმას, როგორ იტანჯებიან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თუნდაც განდგომილი ჩვენი მოქალაქეები, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური და სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამიტომაც მივმართავ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს და ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს, რომ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. 

კომენტარები