ქართული ოცნება

24 იანვარს ქართული ოცნება შეიკრიბება, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

ტაბულა

24 იანვარს ქართული ოცნება შეიკრიბება, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ეს ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ უთხრა. 

"განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას.

სხდომას დაესწრება ყველა წევრი, უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მოწვევა სხდომაზე დასასწრებად. 

ცვლილებები, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, პირველ რიგში ეხება პარტიაში ახალი კადრების მოყვანას. ეხება ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვას ქართული ოცნების საქმიანობაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ვფიქრობ, რუსთავი 2-ის მხრიდან ეს გადაითარგმნა მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა. თუ რამე ცვლილებები იქნება,. ამასთან დაკავშირებით თქვენ საქმის კურსში იქნებით. ამ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება", - თქვა თალაკვაძემ. 

შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში 11 საათზე დაიწყება. 

კომენტარები