ეგვიპტე

ეგვიპტელი ტელეწამყვანი გეი კაცთან ინტერვიუსთვის დააპატიმრეს

bbc

ეგვიპტეში, სატელევიზიო გადაცემის წამყვანი, ლგბტ თემის წარმომადგენელთან ინტერვიუს გამო დააპატიმრეს. მას ერთ წლიანი მძიმე შრომა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის" მუჰამედ ალ ჰიტს, 3 ათასი ეგვიპტური ფუნტის გადახდაც დაეკისრა. ($167; £130)

წამყვანმა ინტერვიუ ერთი წლის წინ ჩაწერა. გეი კაცს სახე დაბლარული ჰქონდა და ის თავის სექს მუშაკობის პერიოდს იხსენებდა. 

ჰომოსექსუალობა, ქვეყანაში კანონით არ იკრძალება, თუმცა რელიგიის დიდი როლის გამო, ლგბტ თემზე ზეწოლა ძლიერია.

ეგვიპტეში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის ეს პირველი შემთხვევა არაა. გასულ წელს, ეგვიპტელ მსახიობს კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე შერჩეული კაბის გამო, პატიმრობა ემუქრებოდა. საჯარო ბოდიშის შემდეგ კი საქმის განხილვა შეწყდა. 

კომენტარები