ტექნოლოგიები

2000-იანების ტრენდი - დასაკეცი Motorola ბრუნდება

MTV

ადრეული 2000-იანი წლების ნოსტალგია თუ გაწუხებთ, ან უბრალოდ იმ ეპოქის ტექნოლოგიების დიზაინი უფრო მოგწონდათ, ნამდვილად გაგახარებთ ის ფაქტი, რომ ლეგენდარული დასაკეცი მოტოროლა ბაზარს უბრუნდება.

ახალ მოდელს, Motorola-ს "მშობელი" კომპანია Lenovo, Verizon Communications-თან პარტნიორობით, ამ წლის თებერვალში ჩაუშვებს გაყიდვაში. როგორც ცნობილია, მობილურის დიზაინი უცვლელი იქნება, მაგრამ შესაფერისი "ციფრული ეპოქისთვის", მას სმარტფონების მსგავსად სენსორული ეკრანი ექნება, უცვლელი დარჩება მობილურის დაკეცვის ფუნქცია. 

როგორც ირკვევა, ახალი სმარტფონი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება - ის, დაახლოებით , 1,500$ ეღირება.

კომენტარები