ავარიიდან ორი დღის შემდეგ პრინცი ფილიპე კვლავ საჭესთან ზის - 97 წლის ედინბურგის ჰერცოგს ფოტოები ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გადაუღო.
ფოტოებში დედოფალ ელისაბედ მეორეს მეუღლე ახალ ლედ როვერს გზაზე ამჯერადაც მარტო, ღვედის გარეშე მართავს.

ფოტო: daily mail
პრინცი ფილიპე ავტოავარიაში 17 იანვარს მოყვა. ის მაქანაში მარტო იყო და უვნებლად გადარჩა. მეორე ავტომობილში ორი ქალი და ცხრა თვის ბავშვი ისხდნენ, ბავშვს დაზიანებები არ მიუღია, ქალები კი მსუბუქად დაშავდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ ჰერცოგის ავტომობილი სწრაფად მიდიოდა და გზის მეორე მხარეს გადავიდა. პოლიცია ირწმუნება, რომ გამოძიება სამეფო ოჯახის წევრს პრივილეგიებს არ მიანიჭებს.






