არ ვიცი ახლა, ხაბეიშვილს, ამ არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით - ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარს შეიცავს. ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა, ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, გვქონდა შეხვედრა ბიზნესსექტორთან, გავაცანით პროექტი, საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და ... ნუ, მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, უფრო... როგორიც არის გამონათქვამები, ისეთია პასუხები
tbl.ge/3f3g
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ენმ მის დაკითხვას ითხოვს.
ამავე თემაზე
- 60+ პირებს მერია აუზზე ცურვისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს
- აპლიკაციის სისტემის გამართვის პერიოდში თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან
- 9 აგვისტოს 00:00 საათიდან ავლაბრის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
- კალაძე: ყველაფერი ვიცით, არავის მოგცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ
- მერია: 1-ლი აგვისტოდან უკრაინელებს უფასოდ აღარ დავაბინავებთ, ფულად დახმარებას მივცემთ