გრიპის ვირუსით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ცნობით, ვირუსის ტიპი ლაბორატორიულად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის, - "ვირუსის იდენტიფიკაციისთვის მასალა გადაგზავნილია, ამ ეპატზე მასალა დადასტურებული არ არის, ამიტომ გარდაიცვალა თუ არა პაციენტი H1N1 ვირუსით ვერ გეტყვით", - თქვა ტაბულასთან საუბრისას სულხან ორჟონიამ.
პაციენტი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი 10 იანვარს მიიყვანეს. ამ დროისათვის, კლინიკაში გრიპის ვირუსით 27 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.



![ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2024/09/410184772_7663986620284502_8386643929780697349_n.jpg?h=31908307&itok=lgGp71ef)

