ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
განათლება

2018 წელს ავტორიზაცია 24-მა უნივერსიტეტმა გაიარა, ყველა სტანდარტს სრულად მხოლოდ Free Uni შეესაბამება

2018 წელს ავტორიზაციის გავლა 28 უნივერსიტეტს უწევდა. შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება 24-მა შეძლო. მათ ავტორიზაცია მიიღეს და ფუნქციონირებასაც აგრძელებენ.

ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2019 - 19:59
tbl.ge/3f1r
დაკოპირდა

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს. კარგი შეფასება აქვთ ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (იგივე თეატრალური) და სამედიცინო უნივერსიტეტს.

თავისუფალმა უნივერსიტეტმა 7-ვე საერთაშორისო სტანდარტი სრულად დააკმაყოფილა, დანარჩენმა სამმა კი 6 სრულად და 1 მეტწილად.

იმისთვის, რომ უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია მიიღონ, ანუ ფუნქციონირება გააგრძელონ, ისინი 7 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ. სტანდარტების რაოდენობა 2017 წელს გაიზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა საერთაშორისო მოთხოვნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ავტორიზაცია გავლილი უნივერსიტეტის განათლებას მსოფლიოს უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს.

ამ ახალი სტანდარტებით 2018 წელს ავტორიზაციის გავლა 24-მა უნივერსიტეტმა შეძლო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სასწავლებლები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. საქმე იმაშია, რომ ყველა უნივერსიტეტის შემოწმება ერთ წელიწადში არ ხდება, არსებობს გაწერილი განრიგი, რომლის მიხედვითაც სწავლობს დაწესებულებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

საქართველოში უმაღლესი განათლების დონეზე პასუხისმგებელი სწორედ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია. ეს უწყება პერიოდულად ამოწმებს სხვადასხვა უნივერსიტეტს და შედეგების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისცეს ავტორიზაცია თუ არა.

ავტორიზაციის გასავლელად უნივერსიტეტი 7 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მოწმდება. ესენია:

  • მისია და სტრატეგიული განვითარება; 
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამები; 
  • პერსონალი; 
  • სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები; 
  • კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; 
  • მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

ამ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მიხედვით უნივერსიტეტს უწერენ 4 შეფასებიდან ერთ-ერთს: შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან.

  • თუ ჩამოთვლილი 7 სტანდარტიდან სასწავლო დაწესებულებას ერთში მაინც აქვს შეფასება - "არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან", ის ავტორიზაციას ვერ გაივლის.
  • თუ დაწესებულებას 7-ვე სტანდარტში აქვს შეფასება - "შესაბამისობაშია მოთხოვნებთან" ან 7-დან 6 "შესაბამისობაშია მოთხოვნებთან" და მხოლოდ ერთი "მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან", ის ე.წ. უპირობო ავტორიზაციას იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 წლის განმავლობაში მას აღარ შეამოწმებენ. 2018 წელს ასეთი ავტორიზაცია 4-მა უნივერსიტეტმა მიიღო - თავისუფალი უნივერსიტეტი, თეატრალური, ილიაუნი და სამედიცინო უნივერსიტეტი.
  • თუ დაწესებულებას შეუსაბამობა არ აქვს და სხვადასხვა სტანდარტს სხვადასხვაგვარად აკმაყოფილებს, მას ეძლევა ავტორიზაცია, ოღონდ სხვადასხვა პირობით. ეს პირობები შეიძლება იყოს - რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა ერთი წლის შემდეგ, ხელახალი შემოწმება ორი წლის შემდეგ ან სტუდენტების მიღების შეზღუდვა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ აფასებს უნივერსიტეტებს - ეს არის ექსპერტთა ჯგუფი. რამდენიმე ადამიანი კონკრეტულ დროს მიდის კონკრეტულ დაწესებულებაში და ამოწმებს მის შესაბამისობას შვიდ საერთაშორისო სტანდარტთან. აღსანიშნავია, რომ მოწმდება შესაბამისობა არა საერთო მოთხოვნებთან, არამედ თავად უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებთან. შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების რეიტინგებს არ ადგენს.

ამის შემდეგ, ექსპერტები ამზადებენ დასკვნას, თუმცა ის საბოლოო არ არის. დოკუმენტი განსახილველად გადის ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც ექსპერტების შეფასება შეიძლება შეიცვალოს. ამ სხდომას ესწრებიან როგორც ექსპერტები, ასევე, განათლების ხარისხის ცენტრის და თავად უნივერსიტეტების წარმომადგენლები. შესაძლებელია, სასწავლებელი ექსპერტების შეფასებას არ ეთანხმებოდეს, ამიტომ ეს საკითხი საბჭოზე განიხილება. შედეგად, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გაიზიაროს ეს მოსაზრება თუ სრულად დაეთანხმოს ექსპერტებს. მაგალითად, ასე მოხდა სამედიცინო უნივერსიტეტის შემთხვევაში - მან ოთხ სტანდარტში მიიღო შეფასება "შესაბამისობაშია მოთხოვნებთან", ხოლო სამში "მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან". საბჭოს სხდომაზე ეს შეფასება შეიცვალა და უნივერსიტეტს მხოლოდ ერთ სტანდარტთან მიმართებაში დარჩა შეფასება "მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან". ამიტომ, თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიაუნის და თეატრალურის მსგავსად, სამედიცინომაც ე.წ. უპირობო ავტორიზაცია მიიღო.

2019, 2020 და 2021 წლებში ავტორიზაციის გავლა 39 უმაღლეს სასწავლებელს უწევს. თარიღი აითვლება იმის მიხედვით, ვის როდის გასდის ავტორიზაციის ვადა - ანუ, ყოველ წელს მოწმდება ის უნივერსიტეტები, ვისაც იმ წელს გასდის ავტორიზაციის ვადა.

გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების საბოლოო შეფასებებს, რომლებმაც ავტორიზაცია 2018 წელს გაიარეს. წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

განათლებაუმაღლესი განათლებათავისუფალი უნივერსიტეტიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიილიაუნითეატრალური უნივერსიტეტიშოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 27 აგვისტო, 2024 - 15:50ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგი ცნობილია – სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა
  • შაბათი, 3 აგვისტო, 2024 - 10:06NAEC-მა ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - დეტალურად
  • ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2024 - 15:15სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
  • პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2023 - 21:08პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება
  • ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2023 - 20:44რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

იტალიაში საქართველოს ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა
სამშაბათი, 20 მაისი, 2025 - 22:47

იტალიაში საქართველოს ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა

გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეოს გამო BBC დატოვა
სამშაბათი, 20 მაისი, 2025 - 22:03

გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეოს გამო BBC დატოვა

გორში, არასრულწლოვანი ძმების ცემის ფაქტზე, ბრალდება 4 არასრულწლოვანს წარედგინა - POG
სამშაბათი, 20 მაისი, 2025 - 21:12

გორში, არასრულწლოვანი ძმების ცემის ფაქტზე, ბრალდება 4 არასრულწლოვანს წარედგინა - POG

"მე გირაოს არ გადავიხდი" – გვარამიას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
სამშაბათი, 20 მაისი, 2025 - 21:01

"მე გირაოს არ გადავიხდი" – გვარამიას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა
სამშაბათი, 20 მაისი, 2025 - 20:28

სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა

ყველაზე კითხვადი

DW: EU რუსეთის წინააღმდეგ "ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ" სანქციებს ამზადებს
1DW: EU რუსეთის წინააღმდეგ "ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ" სანქციებს ამზადებს
2FT: პუტინმა უარი თქვა აშშ-ს მიერ შედგენილი 22-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხილვაზე
3ზარქუა: არის კრიტერიუმები, რითაც მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება, მიენიჭება ადამიანს
4ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა განცხადება გააკეთა – მთავარი გზავნილები
5TV პირველი ბექა ონიანზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს [VIDEO]

ბოლო ვიდეო

2025 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ავსტრია გახდა – [VIDEO]
კვირა, 18 მაისი, 2025 - 11:312025 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ავსტრია გახდა – [VIDEO]

გირჩევთ

პაპი ლეო XIV-ის გზა ამერიკიდან რომის საყდრამდე
გიორგი ედილაშვილი
პაპი ლეო XIV-ის გზა ამერიკიდან რომის საყდრამდე
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2025
შექმნილია ომედიაში