აუცილებლად ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, ყველა პობლემურ თემაზე, რომელიც გუნდში არსებობს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ყველაფერი, რაც ხდება. გუნდის შიგნით ეს ურთიერთობები პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ, სიტუაცია დასტაბილურდეს. ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აზიანებს გუნდს, რაც ძალიან ცუდია
tbl.ge/3eoh
დაკოპირდა

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა. ის დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ არაგუნდურობაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძეს რამდენიმე დღის წინ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეკა ბესელია თავისი გადაწყვეტილებით გუნდურობისა და გუნდის წინააღმდეგ წავიდა. ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს დეპუტატთა ნაწილი "ამბოხებულებს" უწოდებს.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




