უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

გოცირიძე მოსამართლეების სიის განახლებაზე: ეს არის სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად

ეს არის შემოვლითი გზით ამ სიის ან მისი ნაწილის გათრევა პარლამენტში. ახლა მიმდინარეობს თვალის ახვევა. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც შეიძლება, დავახასიათოთ ასე - სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად. ვერ შემოვიდნენ კარებიდან, ახლა უნდათ შემოაძვრინონ ფანჯრიდან. უნდათ, ვითარება დროებით განმუხტონ. შეიძლება, ეს სია გაიწვიონ, პარლამენტმა ფორმალურად ჩააგდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ ამბობს მმართველი უმრავლესობა, რომ ამ სიის ყველა წევრი, ათივე, არ იქნება არასდროს წარმოდგენილი პარლამენტში

პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომან გოცირიძე ეხმაურება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია განახლდება. ამ პროცედურების და კრიტერიუმების გავლა მოუწევთ პარლამენტში უკვე წარდგენილი სიის წევრებსაც.

კომენტარები