ქართული ოცნება

ფოფხაძე: ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?

ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ესეც მგონია, რომ არასწორი პოზიციაა.

არ ველოდები [გარიცხვას], ველოდები სხვა რაღაცებს. აი, საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ, ასეთ რაღაცებს ველოდები. გარიცხვა იქნება თუ არ იქნება, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე დიმიტრი ცქიტიშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, "ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია".

კომენტარები