გირაო

ექიმის ცემაში ბრალდებულ რევაზ ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მსახიობი სამედიცინო კლინიკაში ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქამდე დარჩება, ვიდრე თანხას არ გადაიხდის.

"სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, გაიზიარა ის რომ ნამდვილად არ იყო საჭირო გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ვითხოვდით გირაოს რაც ფაქტობრივად გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერ იმ სიტუაციის გათვალისწინებით რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით. რა ტქმა უნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არც დასტურდება და არც წარმოადგენს ნარკოდამოკიდებულს. იგი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს სიტუაცია გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობით, რაშიც იმყოფება და რა თქმა უნდა გასაზიარებელი იყო დაცვის მხარის პოზიცია",- აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ. 

შემთხვევა წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკაში, 7 იანვარს მოხდა. კლინიკის პერსონალის მტკიცებით, პაციენტი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, მასზე უარის შემდეგ კი, ერთერთ ექიმს დაარტყა. დაზარალებულს ტვინის შერყევა, ჭრილობა და დაჟეჟილობები აქვს. 

თავად ბრალდებულის თქმით, მას "მორფი" თავის ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად სურდა. რევაზ ნასიძის ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ექიმი პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა.

კომენტარები