გირაო

კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს 15-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს

კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 15-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი სიბაშვილმა აღნიშნული თანხა 30 დღეში უნდა გადაიხადოს. პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს სახით 50 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, გიორგი სიბაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვაში ედება. 

 

კომენტარები